კადიროვი ჯოჰარ დუდაევის მინისტრებს ჩეჩნეთში დაბრუნებას სთავაზობს…

სასამართლომ ნემცოვის საქმეზე კადიროვის დაკითხვაზე უარი თქვა

რუსული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, ჯოჰარ დუდაევის მიერ შექმნილი იჩქერიის რესპუბლიკის მთავრობის საზღვარგარეთ გახიზნულ მინისტრებს ჩეჩნეთში დაბრუნებას სთავაზობს…

,,დაბრუნდნენ სახლში. ჩვენ მათ დაჭერას არ ვაპირებთ და არც არავინ აპირებს. ბარაევის ოჯახიც კი დაბრუნდა… იჩქერიის თავდაცვის მინისტრი, ბრიგადის გენერალი ხამბიევი, ახლა ჩვენთან დეპუტატია და მეტი რაზე ვისაუბრო. თუ კანონის მხრიდან ვინმესთან კითხვები იქნება, ჩვენ მათ დავეხმარებით… ახლა ისინი არაფერს წარმოადგენენ… ცხოვრობენ სხვაგან ლტოლვილის სტატუსით და დახმარებას ღებულობენ… უბრალოდ არსებობენ,, აცხადებს კადიროვი და ასევე აღნიშნავს, რომ იჩქერიის მინისტრები ძირითადად ხანში შესული ადამიანები არიან და ისინი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ.

,,ისინი მოხუცები არიან და მათ სამშობლოში უნდათ ყოფნა.. ახლობლებთან,, განაცხადა კადიროვმა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისხეულის თავისუფლების ფესტივალი შვეიცარიაში (VIDEO +18)
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს პასუხობს