კადიროვი: ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უდანაშაულოა

რამზან კადიროვი თვლის, რომ ამერიკა ისლამური მსოფლიოსთვის საშიშროებას წარმოადგენს

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის აზრით, ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსლან გერემეევი უდანაშაულოა.

რუსულ მედიაში კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადებით, ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერემეევი არც ხიდზე, არც ხიდტან ახლოს და არც იმრაიონში სადაც მკვლელობა მოხდა, არ იმყოფებოდა.

,,თუ სამართლიანი მარლთმსაჯულება იქნება,  გერემეევის ნათესავებისაგან ვიცი, რომ ის არ არის წინააღმდეგი სასამართლოში გამოცხადდეს. ის რომ უდანაშაულოა ამის შესახებ ყველამ იცის. გერემეევი ერთ-ერთი საუკეთესო მეომარია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს რუსეთს იცავდა,, აცხადებს კადიროვი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მას რუსეთის პრეზიდენტთან არ განუხილავს.

banner
წინა სტატიაშისაზღვარზე 30 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის შემოტანის შემთხვევებზე კონტროლი მკაცრდება
შემდეგი სტატია„ამჟამად ამ ქუჩაზე ძირითადი საფრთხეები მოხსნილია,”-მინდია ჯანელიძემ სვანიძის ქუჩა მოინახულა