კადიროვი მზად არის ნემცოვის საქმეზე ჩვენება მისცეს

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზად არის ნემცოვის საქმეზე ჩვენება მისცეს. „სიამოვნებით მივცემ ჩვენებას. რა პრობლემაა. მით უმეტეს, თუკი ბავშვები (ნემცოვის) თხოულობენ ამას“ – განაცხადა კადიროვმა რადიო-ეთერის „ლაპარაკობს მოსკოვის“ საშუალებით.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ძალიან აინტერესებს, კონკრეტულად რა შეკითხვები გაჩნდა მასთან დაკავშირებით.
„ისინი ამბობენ, რომ კადიროვმა ოდესღაც ნემცოვს უთხრა რაღაცა. მე არ მახსოვს ეს. უბრალოდ, ნემცოვი, ისევე როგორც სხვები, როცა მათ დავიწყებას იწყებენ, მე მიხსენებენ, რომ რუსეთის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა კადიროვზე დაიწყოს საუბარი, რომ ისინი აქტუალურები გახდნენ“ – თქვა ჩეჩნეთის ლიდერმა.
ბორის ნემცოვი მიმდინარე წლის 27 თებერვალს იქნა მოკლული მოსკოვში, კრელმთან ახლოს. პოლიტიკოსის მოკვლის საქმეზე 5 ჩეჩნეთის მკვიდრია დააკვებული.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის პოლიტიკურ დაფაზე პაიკების გადაადგილება შედეგს არ მოიტანს
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე : ახალგაზრდა კაცია გამოგვეჯიბრა და პირადულში გადავიდა