ვიცე-კანცლერი: ევროკავშირმა ბერძენ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი უნდა უთხრას

იცე-კანცლერი: ევროკავშირმა ბერძენ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი უნდა უთხრას

იცე-კანცლერი: ევროკავშირმა ბერძენ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი უნდა უთხრასსაბერძნეთის მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა გაბრიელმა განაცხადა. ჰუმანიტარული დახმარების შესახებ გადაწყვეტილება ხვალ, 7 ივლისს იქნება მიღებული. მინისტრის თანაპარტიელები მის გამოსვლას აკრიტიკებენ.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ზიგმანდ გაბრიელმა განაცხადა, რომ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა არ მუშაობს და ქვეყანას ახალი ინვესტიციები სჭირდება. მისი თქმით, ევროკავშირის ყველა ქვეყანა ახლა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ საბერძნეთს დახმარებაზე უარი განუცხადოს.

“ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა დავაკმაყოფილოთ მათი მთხოვნები, ადამიანებს დახმარება სჭირდებათ და უარის თქმა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ რეფერენდუმის შედეგებით არ ვართ კმაყოფილი, არ შეიძლება” – განაცხადა მან. პოლიტიკოსმა გამოითქვა ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ ბრიუსელის საგანგებო სამიტზე გადაწყდება საბერძნეთის დახმარების საკითხი.
მისი აზრით, საბერძნეთის გაკოტრება გარდაუვალია. “რეფერენდუმის შედეგები ეკონომიკური და სავალუტო კავშირის წესების დარღვევაა” – განაცხადა მან. “თუკი ათენს ევროზონაში დაჩენა სურს, მათ დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინონ ისეთი გეგმა, რომელიც ევროზონის წევრი ქვეყნებისთვის მისაღები იქნება. ჩვენთვის ახალი სტარტი აუცილებელია” – განაცხადა მინისტრმა.
გაბრიელი თავისი გამოსვლებით საბერძნეთთან კავშირის გაგრძელებას უარყოფს. ევროპა ხიდების მშენებელი უნდა იყოს და არა მისი ამფეთქებელი – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა იოჰანნა უკერმანმა.

ადრე გაკეთებული განცხადებაში გაბრიელმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგებით ბერძნებმა “დაანგრიეს უკანასკნელი ხიდი ევროპასა და საბერძნეთს შორის, რომლითაც მათ კომპრომისამდე შეეძლოთ მისვლა.ევროზონის თამაშის წესებზე უარის თქმის შემდეგ შეუძლებელია მრავალმილიარდიან დახმარებებზე ჰქონდეთ ბერძნებს იმედი” – განაცხადა გაბრიელმა.

banner
წინა სტატიაშიბერძნული დილემა – ევროზონა თუ მის გარეშე
შემდეგი სტატიარატომ გარბის სტერლიგოვი რუსეთიდან?