იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით იუსტიციის სკოლაში 11 მსმენელი ჩაირიცხა

11218906_553247601482394_4233675661827155315_nსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შემდეგი 11 მსმენელი ჩაირიცხა: აბრამიძე იოსებ, აღნიაშვილი ივანე, გოგიშვილი ლეილა, გუდაძე ნათია, დობორჯგინიძე ვერა, კაპანაძე თამარ, კობახიძე ქეთევან, მაღლაკელიძე ლავრენტი, ტყეშელაშვილი ირინე, შარაძე ზვიად და შიოშვილი ნათია.
კონკურსის გავლის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით კანდიდატებს სკოლაში ჩარიცხვისას მიენიჭათ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენლის სტატუსი და დამადასტურებელი მოწმობა.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენლის პროფესიული მომზადება, მათ შორის იუსტიციის მსმენლის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 10 თვე. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებას და სემინარულ მუშაობას.
იუსტიციის მსმენლისათვის, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, საერთო სასამართლოს აპარატის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან/და ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, სრული სასწავლო კურსის ვადაა 6 თვე.
სკოლაში სწავლების ფორმებია: სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე, აგრეთვე სხვა ფორმები. სასწავლო პროგრამების ფარგლებში შეიძლება, ასევე, გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის მსმენელთა მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში.
სკოლაში თეორიული კურსის დასრულების შედგომ, იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რის შემდეგაც გაივლის სტაჟირებას.
სკოლაში სწავლების დასასრულს, იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, სადაც ხდება მის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება.
სკოლაში სწავლების დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას.

banner
წინა სტატიაში“რა პარტიაც არ უნდა შექმნან ისინი მუდმივად დარჩებიან დამნაშავე ნაციონალებად”
შემდეგი სტატიალევან თარხნიშვილი ენმ-ს ყოფილ წევრებზე -“ამ ყველაფერს მომავალი არ აქვს, როგორც ქართული ოცნების იმედებს”