იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილი შესაძლოა ჩამოინგრეს

ბილისის იუსტიციის სახლის გადახურვა გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რის გამოც შენობის ეზოს ერთ ნაწილში ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება 25 აგვისტოდან იზღუდება. დაზიანდა შენობის გარე პერიმეტრზე არსებული გადახურვის ერთ-ერთი პეტალი (მე-9). ამის შესახებ იუსტიციის სახლი იუწყება. „დაზიანების აღმოჩენისთანავე (2015 წლის 16 აგვისტო), იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობამ ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა, მოამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია და საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა ორ კერძო კომპანიას ალტერნატიული მოსაზრებისათვის (2015 წლის 17-21 აგვისტოს) და ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (2015 წლის 21 აგვისტოს). ლევან სამსხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ასევე ორივე კერძო კომპანიის დასკვნის თანახმად, გაჩენილია ბზარები, დაბერილია სამშენებლო მასალა, პეტალში ჩადის წყალი. დასკვნების თანახმად, აღნიშნული დაზიანებები სამშენებლო სამუშაოების დროს დაშვებულ დარღვევებს და ხარვეზებს უკავშირდება. დარღვეულია კარკასის პროფილებს შორის აუცილებელი მანძილი (მეტია სტანდარტულზე), ზედმეტად არის დაშორებული ერთმანეთისგან ხრახნები და ა.შ. სამშენებლო მასალის დაბერვის მიზეზი კი მასალის შემადგენლობაა. ამ და სხვა ხარვეზების შედეგად, გადახურვის ერთ-ერთ ნაწილს, კერძოდ იმას, რომელიც ეზოს მხარესაა გადმოშვებული, ბზარები გაუჩნდა. სპეციალისტების რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ამ პეტალზე დროულად უნდა დაიწყოს, რადგან პროცესის გაჭიანურებამ შესაძლოა, შენობის გარე პერიმეტრზე საფრთხე შეუქმნას ფეხით მოსიარულეთა ჯანმრთელობას. ექსპერტების რეკომენდაციით, ეს პერიმეტრი უნდა გადაიკეტოს და შეიზღუდოს მასზე მიმოსვლა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მეცხრე პეტალზე 25 აგვისტოდან უკვე დაიწყება. ამასთან, დღეიდან შეიზღუდება დაზიანებული ნაწილის ქვეშ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა. მშენებლობის პროცესში დაშვებული არსებითი ხარვეზების გამო, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე არაერთხელ განხორციელდა. 2013 წლის დეკემბერში, სახურავის ერთი ნაწილის ჩამოშლის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, შენობა რამდენიმე თვით დაიხურა. დაზიანებების აღმოფხვრის პარალელურად, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში დაქირავებული ალპინისტების მიერ თვეების მანძილზე გროვდებოდა სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც მშენებლობის სწრაფად დასრულების გამო შიგნით იქნა ჩატოვებული. შესაბამისად, რამდენიმე ტონა სამშენებლო ნარჩენი იქნა გატანილი და კონსტრუქცია ამით შემსუბუქდა (2014 წლის სექტემბრს-ოქტომბერში). 2014 წელს (2014 წლის იანვრიდან 7 აპრილის ჩათვლით) სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა იუსტიციის სახლის სახურავის მე-7 პეტალზე; ნაკლებად მძიმე ხარვეზების აღმოსაფხვრელად დღესაც მუშაობენ შემდუღებლები სახურავის თერთმეტივე პეტალის რამდენიმე ათას ნაკლოვან კვანძზე. ეს სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მათი ღირებულება 1 100.000 ლარს შეადგენს. პარალელურად მიმდინარეობს გამოვლენილი და დადასტურებული სერიოზული და განსაკუთრებით სერიოზული ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული გზების ძიება და პროექტების შემუშავება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბილისის იუსტიციის სახლის გადახურვა გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რის გამოც შენობის ეზოს ერთ ნაწილში ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება 25 აგვისტოდან იზღუდება. დაზიანდა შენობის გარე პერიმეტრზე არსებული გადახურვის ერთ-ერთი პეტალი (მე-9). ამის შესახებ იუსტიციის სახლი იუწყება. „დაზიანების აღმოჩენისთანავე (2015 წლის 16 აგვისტო), იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობამ ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა, მოამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია და საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა ორ კერძო კომპანიას ალტერნატიული მოსაზრებისათვის (2015 წლის 17-21 აგვისტოს) და ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (2015 წლის 21 აგვისტოს). ლევან სამსხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ასევე ორივე კერძო კომპანიის დასკვნის თანახმად, გაჩენილია ბზარები, დაბერილია სამშენებლო მასალა, პეტალში ჩადის წყალი. დასკვნების თანახმად, აღნიშნული დაზიანებები სამშენებლო სამუშაოების დროს დაშვებულ დარღვევებს და ხარვეზებს უკავშირდება. დარღვეულია კარკასის პროფილებს შორის აუცილებელი მანძილი (მეტია სტანდარტულზე), ზედმეტად არის დაშორებული ერთმანეთისგან ხრახნები და ა.შ. სამშენებლო მასალის დაბერვის მიზეზი კი მასალის შემადგენლობაა. ამ და სხვა ხარვეზების შედეგად, გადახურვის ერთ-ერთ ნაწილს, კერძოდ იმას, რომელიც ეზოს მხარესაა გადმოშვებული, ბზარები გაუჩნდა. სპეციალისტების რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ამ პეტალზე დროულად უნდა დაიწყოს, რადგან პროცესის გაჭიანურებამ შესაძლოა, შენობის გარე პერიმეტრზე საფრთხე შეუქმნას ფეხით მოსიარულეთა ჯანმრთელობას. ექსპერტების რეკომენდაციით, ეს პერიმეტრი უნდა გადაიკეტოს და შეიზღუდოს მასზე მიმოსვლა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მეცხრე პეტალზე 25 აგვისტოდან უკვე დაიწყება. ამასთან, დღეიდან შეიზღუდება დაზიანებული ნაწილის ქვეშ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა. მშენებლობის პროცესში დაშვებული არსებითი ხარვეზების გამო, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე არაერთხელ განხორციელდა. 2013 წლის დეკემბერში, სახურავის ერთი ნაწილის ჩამოშლის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, შენობა რამდენიმე თვით დაიხურა. დაზიანებების აღმოფხვრის პარალელურად, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში დაქირავებული ალპინისტების მიერ თვეების მანძილზე გროვდებოდა სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც მშენებლობის სწრაფად დასრულების გამო შიგნით იქნა ჩატოვებული. შესაბამისად, რამდენიმე ტონა სამშენებლო ნარჩენი იქნა გატანილი და კონსტრუქცია ამით შემსუბუქდა (2014 წლის სექტემბრს-ოქტომბერში). 2014 წელს (2014 წლის იანვრიდან 7 აპრილის ჩათვლით) სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა იუსტიციის სახლის სახურავის მე-7 პეტალზე; ნაკლებად მძიმე ხარვეზების აღმოსაფხვრელად დღესაც მუშაობენ შემდუღებლები სახურავის თერთმეტივე პეტალის რამდენიმე ათას ნაკლოვან კვანძზე. ეს სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მათი ღირებულება 1 100.000 ლარს შეადგენს. პარალელურად მიმდინარეობს გამოვლენილი და დადასტურებული სერიოზული და განსაკუთრებით სერიოზული ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული გზების ძიება და პროექტების შემუშავება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.თბილისის იუსტიციის სახლის გადახურვა გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რის გამოც შენობის ეზოს ერთ ნაწილში ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება დღეიდან  შეიზღუდა . დაზიანდა შენობის გარე პერიმეტრზე არსებული გადახურვის ერთ-ერთი პეტალი (მე-9). ამის შესახებ იუსტიციის სახლი იუწყება.

„დაზიანების აღმოჩენისთანავე (2015 წლის 16 აგვისტო), იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობამ ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა, მოამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია და საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა ორ კერძო კომპანიას ალტერნატიული მოსაზრებისათვის (2015 წლის 17-21 აგვისტოს) და ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (2015 წლის 21 აგვისტოს).

ლევან სამსხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ასევე ორივე კერძო კომპანიის დასკვნის თანახმად, გაჩენილია ბზარები, დაბერილია სამშენებლო მასალა, პეტალში ჩადის წყალი. დასკვნების თანახმად, აღნიშნული დაზიანებები სამშენებლო სამუშაოების დროს დაშვებულ დარღვევებს და ხარვეზებს უკავშირდება. დარღვეულია კარკასის პროფილებს შორის აუცილებელი მანძილი (მეტია სტანდარტულზე), ზედმეტად არის დაშორებული ერთმანეთისგან ხრახნები და ა.შ. სამშენებლო მასალის დაბერვის მიზეზი კი მასალის შემადგენლობაა. ამ და სხვა ხარვეზების შედეგად, გადახურვის ერთ-ერთ ნაწილს, კერძოდ იმას, რომელიც ეზოს მხარესაა გადმოშვებული, ბზარები გაუჩნდა.

სპეციალისტების რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ამ პეტალზე დროულად უნდა დაიწყოს, რადგან პროცესის გაჭიანურებამ შესაძლოა, შენობის გარე პერიმეტრზე საფრთხე შეუქმნას ფეხით მოსიარულეთა ჯანმრთელობას.

ექსპერტების რეკომენდაციით, ეს პერიმეტრი უნდა გადაიკეტოს და შეიზღუდოს მასზე მიმოსვლა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მეცხრე პეტალზე 25 აგვისტოდან უკვე დაიწყება. ამასთან, დღეიდან შეიზღუდება დაზიანებული ნაწილის ქვეშ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა.

მშენებლობის პროცესში დაშვებული არსებითი ხარვეზების გამო, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე არაერთხელ განხორციელდა. 2013 წლის დეკემბერში, სახურავის ერთი ნაწილის ჩამოშლის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, შენობა რამდენიმე თვით დაიხურა. დაზიანებების აღმოფხვრის პარალელურად, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში დაქირავებული ალპინისტების მიერ თვეების მანძილზე გროვდებოდა სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც მშენებლობის სწრაფად დასრულების გამო შიგნით იქნა ჩატოვებული. შესაბამისად, რამდენიმე ტონა სამშენებლო ნარჩენი იქნა გატანილი და კონსტრუქცია ამით შემსუბუქდა (2014 წლის სექტემბრს-ოქტომბერში).

2014 წელს (2014 წლის იანვრიდან 7 აპრილის ჩათვლით) სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა იუსტიციის სახლის სახურავის მე-7 პეტალზე; ნაკლებად მძიმე ხარვეზების აღმოსაფხვრელად დღესაც მუშაობენ შემდუღებლები სახურავის თერთმეტივე პეტალის რამდენიმე ათას ნაკლოვან კვანძზე. ეს სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მათი ღირებულება 1 100.000 ლარს შეადგენს. პარალელურად მიმდინარეობს გამოვლენილი და დადასტურებული სერიოზული და განსაკუთრებით სერიოზული ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული გზების ძიება და პროექტების შემუშავება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაქობულეთში “ქრონიკა+”- ის ჟურნალისტი დათო დევიძე დაიღუპა