იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება

იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებს, პატრულისა და შენობის დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველები შეეცადნენ, რომ აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიიდან გაეყვანათ და შესასვლელი გაეხსნათ, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. ისინი კვლავ რჩებიან ცენტრალურ შესასვლელთან, რის გამოც შესასვლელი დაკეტილია. იუსტიციის სახლში მოქალაქეები შესვლას და გამოსვლას გვერდით შესასვლელიდან ახერხებენ.

აქციას იპოთეკით დაზარალებულები და ე.წ. ატსტუპნიკები მართავენ. მათი მოთხოვნაა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და მთავრობამ გამოცხადოს მორატორიუმი გამოსახლებაზე. ისინი ასევე ითხოვენ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას.

banner
წინა სტატიაშიგერმანული ჯარი იარაღის ნაცვლად ცოცხებს იყენებს – აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს