“იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის წინამორბედს მოქალაქეობას შეუწყვეტს მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო შესაბამის დასკვნას გადაუგზავნის. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი არც ყოფილი პრეზიდენტის და არც სხვა ვინმეს შემთხვევაში არ დაარღვევს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, დღევანდელი მდგომარეობით არ მოუმართავს საქართველოს პრეზიდენტისთვის და არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. მინდა გითხრათ, რომ ამგვარი განცხადებით, ამგვარი საფუძვლით ყოველთვიურად ასეულობით განცხადება წარედგინება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

იმ შემთხვევაში, თუ იქნება ამგვარი დასკვნა წარმოდგენილი, პრეზიდენტი მიიღებს იმ ტიპის გადაწყვეტილებას, რა ტიპის გადაწყვეტილებაც მიიღება სხვა მოქალაქეების მიმართ, ანუ შეუწყვეტს მოქალაქეობას“,-განაცხადა კვერენჩხილაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა 30 ოქტომბერს გააკეთა.

banner
წინა სტატიაში„ქართული მხრიდან მართული მოსამართლე მიიღებდა იმ გადაწვეტილებას, რაც უნდოდა ქართულ ოცნებას“
შემდეგი სტატია“ასეთი ტიპის პროცესები ზოგადად პრობლემურია ქვეყნის რეპუტაციისთვის”