“იუსტიციის სამინისტრომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მთავარი თემა კვლავ იყოს სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სააკაშვილი მოქალაქეობას დღეს კი არ უნდა კარგავდეს, მან მოქალაქეობა პრაქტიკულად მაშინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობა ოფიციალურად მიიღო.

“მაშინ, როდესაც სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, წულუკიანმა დღევანდელისაგან სრულიად განსხვავებული განცხადება გააკეთა და ამით, მისდა უნებურად გაამჟღავნა ის გეგმა, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში. მან მაშინ თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნება მაშინ, როცა ამას “ქართული ოცნება” საჭიროდ ჩათვლის”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, დღეს იუსტიციის სამიონისტრომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სასმართლებრივად მას დიდი ხნის წინ უნდა მიეღო.
“იუსტიციის სამინისტრომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მთავარი თემა კვლავ იყოს სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”, რომლთანაც მოჩვენებით ბრძოლაში გაიმყარებს პოზიციას “ქართული ოცნება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ხელისუფლების რეპუტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ნულს უტოლდება
შემდეგი სტატიასერჟ სარგსიანი: პრიორიტეტულია სომხურ-ქართული მეგობრობა და აქტიური ურთიერთობა, რომელიც დაფუძლებული იქნება სიღრმისეულ კავშირებზე