იუსტიციის მინისტრმა ადამიანთა წამების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა წარადგინა

საბჭოს სხდომაიუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ევროსაბჭოს მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე დაყრდნობით და ის ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით გადაამუშავა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამოქმედო გეგმაში მოხვედრილი თითოეული აქტივობა დეტალურად არის გავლილი და შეთანხმებული პასუხისმგებელ უწყებებთან.
წამებისა და არასათანადო მოპყრობის სამოქმედო გეგმის განახლება საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით ევალება. აღნიშნული სამოქმედო გეგმის შემუშავება-განახლებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს.
სამოქმედო გეგმა ოთხი თავისგან შედგება. პირველი თავი არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებას ეთმობა; მეორე თავში მოცემულია არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენისა და დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების საწარმოებლად აუცილებელი ღონისძიებები; მესამე თავი მსხვერპლთა დაცვის, კომპენსაციისა და რეაბილიტაციის საკითხებს არეგულირებს; ხოლო მეოთხე თავში ცნობიერების ასამაღლებლად საჭირო აქტივობებია გაწერილი.
როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, სამოქმედო გეგმა ფარავს ყველა ძირითად მიმართულებას, რაც აუცილებელია არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის და საჭიროა, დროულად დაიწყოს თითოეული უწყების მიერ აღებული ვალდებულებების იმპლემენტაცია.
აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში სხვადასხვა უწყებასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ჭყოიძე: ბაკლი „ევრაზიული არჩევანის“ 16 ათას მომხრეზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბუბას განთავისუფლება აშკარად პოლიტიკურია – მამუკა კუდავა