იური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ილია მეორე გადაიხდის

ილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედებს შვილებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა

სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის.
სამაბის საკათედრო ტაძარში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.
იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ, ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატებმა.
იური ვაზაგაშვილის ცხედარს სამებიდან დღესვე, 20:00 საათზე, სოფელ ყარაფილაში გადაასვენებენ, სადაც ხვალ, 25 იანვარს საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთის ასეთ პოლიტიკაზე ერთიანი საერთაშორისო რეაგირებაა აუცილებელი