იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა სასამართლოსთვის მიმართული შუამდგომლობით, სოსანაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.
პროცესს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი უძღვებოდა.
თავად სოსანაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და მას მკვლელობა არ ჩაუდენია.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში“საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან,” – ანი მიროტაძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე
შემდეგი სტატიალადო სადღობელაშვილი: სოსანაშვილი ჩანერგილია