იური ვაზაგაშვილის ახლობლებმა სასამართლო დარბაზი დატოვეს

„ფულის გულისთვის რა კაცი მოკალი, შე არაკაცო!“, – ასე მიმართა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მრალდებულ გია სოსანაშვილს მოკლულის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე.

პროცესზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მხარეები მტკიცებულებების ნუსხას წარადგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე მათი დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.

მოსამართლის მოწოდების შემდეგ მანანა ვაზაგაშვილმა და სხვა პირებმა, რომლებიც ამ საქმეზე მოწმეები არიან, დარბაზი დატოვეს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. დაკავებულ სოსანაშვილს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაში,,რა თანხების მობილიზებასაც მთავრობა ვერ მოახერხებს, ბატონი ბიძინა აანაზღაურებს და ფინანსურად დაგვეხმარება”
შემდეგი სტატიამეტროსადგურ „დიდუბისა“ და ავტოსადგურ „ოკრიბას“ ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია ერთ კვირაში დასრულდება