“იურა ვაზაგაშვილს სხვებზეც ჰქონდა ეჭვი,” – ია მეტრეველი

პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ამბობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, უნდა დაიკითხონ სხვა პირებიც, რომლებიც ამჟამად დაკავებულთა შორის არ არიან. ია მეტრეველმა ეს განცხადება საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც ის ამავე საქმეზე დაკავებული 11 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესზე დასასწრებად მივიდა.

მისი თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის მამას იური ვაზაგაშვილს ბევრ სხვა მონაწილე პირზეც ჰქონდა ეჭვი, რომლებიც გამოძიებამ უნდა დაკითხოს.

„ბატონ იურის სხვებზეც ჰქონდა ეჭვი და ისინიც აუცილებლად უნდა იქნენ დაბარებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პასუხი უნდა აგოს ყველამ,” – განაცხადა ია მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში 11 ყოფილი ძალოვანის აღკვეთის ღონისძიების პროცესი ხმაურის ფონზე დაიწყო. სასამართლოზე მისულ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, დერეფანში შეკრებილები „მკვლელების” ძახილით შეხვდნენ.

სასამართლო სხდომა ამ ინციდენტის გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“მთავრობამ ზონდერები გამოგზავნა,” – შოთა უტიაშვილი სასამართლოს ინციდენტზე
შემდეგი სტატიაარგენტინა: გარდაცვლილ პროკურორს პრეზიდენტის დაკავება უნდოდა