იუნისეფი: ნიგერიაში 800 ათასი დევნილი ბავშვია

იუნისეფი ნიგერიადაახლოებით 800 ათასი ბავშვი გახდა იძულებული საკუთარი სახლები დაეტოვებინათ ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმების გამო ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მოხსენებაში.
იუნისეფის მონაცემებით, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე დევნილი ბავშვების რიცხვი ორჯერ გაიზარდა. ბევრი მათგანი ჩადში, ნიგერში ან კამერუნში გარბის.
ორგანიზაციის მოხსენებაში მოყვანილი ფაქტები ბოევიკების მიერ 200 სკოლის მოსწავლის გატაცების შემდეგ არის დაფიქსირებული.
იუნისეფის თქმით, ჩიბოკის ტრაგედია სამწუხაროდ, ერთ-ერთ ტრაგედიათაგანია.

banner
წინა სტატიაშიქართველი მოჭადრაკე ტურნირიდან გამოაგდეს
შემდეგი სტატიამსოფლიოში ორი მესამედი მორწმუნეა