,,იუთუბში,, 1 მილიონ წუთის ხანგრძლივობის ისტორიული ვიდეოკადრები აიტვირთა (+VIDEO)

ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ ,,Associated Press,, (ასოშეიტედ პრესს) და ინგლისურმა კომპანია ,,British Movietone,,-მა ერთობლივად შეიმუშავეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელ youtube-ში (იუთუბი) 1895 წლიდან დღემდე, ისტორიისათვის ღირებული ყველა ვიდეოკადრი აიტვირთა…

ამჟამად  მომხმარებელს youtube-ს ქსელში არსებული AP Archive-ს მეშვეობით, შეუძლია იხილოს 120 წლის განმავლობაში დაგროვილი 550.000 ისტორიული ვიდეოკადრი, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 1 მილიონი წუთი ანუ 16 666 საათია…. ყველა მათგანის სრულად ნახვას კი, 695 დღე, თითქმის 2 წელიწადი სჭირდება…

აღსანიშნავია, რომ ამ არქივში საქართველოსთან დაკავშირებულ პიროვნებებზე და მოვლენებზე  ათეულობით ისტორიული ვიდეო-ფაილია მოთავსებული… გთავაზობთ რამდენიმეს
www.timer.ge

ვიდეო: სტალინი… თეირანი 1043წ.

ვიდეო: რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წ. რუსული სამხედრო ტექნიკის შემოსვლა გორში

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის გაფორმების პროცედურების გაჭიანურებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბობოხიძე უმრავლესობას – თქვენ ზიხართ მატარებელში, რომელსაც ქვეყანა მოსკოვისკენ მიჰყავს