იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 3 ათასამდე ადამიანი გადაარჩინა

იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 3 ათასამდე ადამიანი გადაარჩინა. მიგრანტები ლიბიიდან ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას 18 ნავით ცდილობდნენ, რომელთაგანაც 4 რეზინის იყო.

დახმარების შესახებ სიგნალის მიღების შემდეგ სამაშველო ოპერაციაში იტალიის სანაპირო დაცვის 7 გემი ჩაერთო.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა. უცნობია, ნავებზე მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობაც.

გაეროს მონაცემებით, წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 ათასამდე არალეგალი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშივიდეო–ავიაშოუზე გამანადგურებლის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია,,ადრე შაჰი აფინანსებდათ… იგივეა დღესაც…“ – რჩეულიშვილი საქართველოს საგარეო არჩევანზე