იტალიაში გარდაცვლილი ქართველი იპოვეს

იტალიაში სამუშაოდ მყოფი 52 წლის ლალი ნამჩევაძე ადგილობრივმა სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს.

გვამის ამოცნობა შეუძლებელია, თუმცა გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ქალბატონის შვილმა მისი სამკაული ამოიცნო.

ლალი ნამჩევაძე იტალიაში სამუშაოდ შვილთან ერთად, სოფელ ჭოგნარიდან წავიდა. ის 2014 წლის თებერვლის შემდეგ საკუთარ ოჯახს არ შეხმიანებია და დაკარგულად ითვლებოდა.

გარდაცვლილი ქალბატონის ქმარი ამ დროისთვის სოფელ ჭოგნარში იმყოფება და ის ხელისუფლებას მეუღლის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს.

ლალი ნამჩევაძის გადმოსვენებას 4 ათასი ევრო ესაჭიროება.

banner
წინა სტატიაში
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს