,,ის საქართველო მენატრება,,

10353552_415024601995069_7826421115096428072_n,,ის საქართველო მენატრება, სადაც 200 -მდე კაცი ქალაქის შემოსასვლელში რომ ველოდებოდით მტერს.
თითოეულმა ვიცოდით, რომ ჩვენი ბრძოლა რამდენიმე წუთს გაგრძელდებოდა, მაგრამ ფეხი არ მოუცვლია არცერთს… უფრო მეტიც, ვბრაზობდით რატომ არ გვიშვებდენ იგოეთისკენ.
24 წელიწადია გვჯიჯგნის და სისხლს გვწოვს რუსეთი, ჩამოგვათალა სამშობლოს საუკეთესო ნაწილები და ახლა გვიჩიჩინებენ რომ ერთმორწმუნე
მოძმე მეზობელი ერია… ნუთუ ვერ ხვდებით რა მოხდა საქართველოში?! ახლა ისტერიკა ატეხილი მიშას გუბერნატორობაზე… დავიჯერო ახლა ესაა მთავარი? დაინიშნა და დაინიშნა… თქვენ, თქვენს მოვალეობებს მიხედეთ ის ჯობია, მის დანიშვნაზე რომ ატეხეთ ისტერია.
ჩემა სამეგობრომ და სანაცნობომ კარგად იცის ნაციონალური მოძრაობის მართველობის პერიოდში რაც დამმართეს მე და ჩემ ოჯახს ზღვარს გასულმა ნაძირალებმა, მაგრამ თუ შედარებით ვიმსჯელებთ ზღვარს გასული ნაძირლები არც ახლა აკლია საქართველოს… შეიძლება მეთოდებში არის სხვაობა.
რუსეთის გეოპოლიტიკურ მეზობლობას ვერსად გავექცევით, მაგრამ მონობას მართლა გვქონდა შანსი ავცდენოდით და ეს 24 წლიანი ბრძოლა ამაო არ ყოფილიყო.
დრო სწრაფად გარბის… ამ სურათის გადაღებიდან 7 წელიწადი გავიდა და ვითომ გუშინ ყოფილიყოს ისეთი შეგრძნება მაქვს.
რა გვჭირს ხალხო, მუდამ მესიის მოლოდინმა რა დღემდე მიგვიყვანა და ნუთუ ესაც არ კმარა იმისათვის რომ მიმხვდარიყავით რომ ჩვენი სამშობლოს ბედი ჩვენი გადასაწყვეტი იყო?
ჩვენ მივიღეთ ის რაც ჩვენთვითონვე დავუშვით, თავი ჩავიყენეთ სოციალური მათხოვრების როლში (მაპატიოს ყველამ ამ სიმართლეზე) და მუდამ რაღაც დახმარების მოლოდინში ვართ, თუ როდის რას მოგვიგდებს გაზულუქებული ხელისუფლება. იმ გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანა რაც ჩვენ ვართ არ უნდა იყოს ასე მასიურად გაღატაკებული მოსახლეობა როგორც ახლა არის. მითქვია და ვიმეორებ იმ სიტუაციაში რაშიაც აღმოჩნდა ახლა საქართველო, ხალხის და არა ნინო ანზოროვნასა და საეჭვო მილიარების პატრონ ბიძინას გადასაწყვეტი არ არის თუ რა გზით წავიდოდა ქვეყანა.
24 წლიწადია ერთ ადგილს ვტკეპნით,საიდანაც ვცდილობთ ამოვიდეთ ,ისევ უკან მიგვათრევენ,ქვეყანაში მწვავედ დგას ვადამდელი არჩევნებისა და რეფერენდუმის აუცილებლობა და მოახერხა ხელისუფლებამ და ათასა სანახაობების შემოთავაზების ხარჯზე არიდა თავიდან .ვაკვირდები და იმ დროს როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემა დაგროვილი არავინ არ მსჯელობს ამაზე და წინა პლანზე წამოწეულია თუ როგორ წავიდენ ,,ნაც.მოძრაობიდან,, ვიღაცეები სადღაც… მიშას გუბერნატორად დანიშვნა და ფიროსმანის სურათის საეჭვო ყიდვა გაყიდვა… ესა რაც წინა პლანზეა წამოწეული საქართველოში… რა ვთქვა ამ ყველაფერზე გარდა იმისა, რომ ვაი ჩვენ უბედურებს!,, წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონ ,,დონბას უკრაინას,, ქართული ასეული ,,იბერიას,, მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარად.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – დადიანების სასახლე ქართული კულტურის შედევრია და ჩვენი ვალია, ის მომავალ თაობას შემოვუნახოთ
შემდეგი სტატიარისთვის გადაუხადა მადლობა ირაკლი ღარიბაშვილმა რიჩარდ ნორლანდს