„ის რომ პრეზიდენტი გახდა, პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელიც ბავშვივით დაატარებდა“

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისე საუბრობს, თითქოს ამ გუნდის წევრი არ იყოს.

მისი თქმით, მარგველაშვილი რომ პრეზიდენტი გახდა, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია.
„ის ისე საუბრობს, თითქოს ამ გუნდის წევრი არ იყოს. პრეზიდენტი რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და პირადად, _ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას”, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა. როგორც მარგველაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში აღნიშნა, მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის შემდგომ ცვლილება, სამართლიანობის გადადებაა.
banner
წინა სტატიაში„ნაციონალებს“ თავ-პირი უნდა უმტვრიო დღე და ღამე“
შემდეგი სტატია„ვეღარ დავუშვებთ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების გაუაზრებელი ნაბიჯების გამო ჩვენი მოქალაქეები დაიღუპონ“