ის, რომ ეკლესიის მსახურმა სიჩქარეს გადააჭარბა,ავარიაც მოახდინა და ეს დავფაროთ,არაფერი ვთქვათ, ეს არ არის სწორი–ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი

ivanishყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეკლესიასთან და სასულიერო პირებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებზე ტაბუს მოხსნა კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030“-ში განაცხადა.

მისი თქმით, თუ რამე არ მოსწონს ადამიანს ამაზე უნდა იმსჯელოს და არ უნდა მოერიდოს.

„ის, რომ ეკლესიის მსახურმა სიჩქარეს გადააჭარბა, მოძრაობა დაარღვია და ღმერთმა დაგვიფაროს – ავარიაც მოახდინა და ეს დავფაროთ, დავმალოთ და არაფერი ვთქვათ, ეს არ არის სწორი. ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილნი არიან. ჩვენ გვიყვარს და სიყვარულითვე იმას, რასაც პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა მასზე მსჯელობა უნდა იყოს ერთადერთი მიზეზით, რომ ის იყოს უკეთესი.

მათ, ვისაც სწამთ და ვისაც უყვარს, ერიდებათ საუბრის. არ უნდა მოგვერიდოს, ეს ჩვენი ეკლესიაა. თუ ჩვენ რამე არ მოგვწონს, უნდა ვიმსჯელოთ ამაზე. მსჯელობა და არა დისკრედიტაცია“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე საუბრის არ უნდა გვეშინოდეს.

„პატრიარქი ნებისმიერ თემებზე ახერხებს წინგაძღოლას და ძალიან ბევრ სასარგებლო მინიშნებებს აკეთებს. არც პატრიარქი და არც ჩვენი ეკლესია, კულტურა არ იმსახურებს, რომ გვეშინოდეს ამ თემებზე საუბრის.

არაფერი არ ხდება იქ ისეთი, რაზეც პასუხს ვერ გაგვცემენ. იქაც ჩვენი საზოგადოების ნაწილია მსახურად მისული ეკლესიაში. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემს ეკლესიას და უყვარს, განცდა, რომ მასზე საუბარი აკძალონ, არასწორი იყოს. მგონი, ტაბუს მოხსნა უფრო კარგ შედეგამდე მიგვიყვანს“,- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მე არ მინდა გავიმეორო „შოკი“, „შოკუნია“, ეს არ არის ჩემი ტერმინები–კახი კალაძე
შემდეგი სტატიაგაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი