ის რაც ხდება ქვეყნის ეკონომიკაში პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაულია-მიხეილ მაჭავარიანი

ის რაც ხდება ქვეყნის ეკონომიკაში პირადათ ბიძინა ივანიშვილის დანაშაული

ის რაც ხდება ქვეყნის ეკონომიკაში პირადათ ბიძინა ივანიშვილის დანაშაული “ის რომ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა მიმდინარეობდა, ის რომ შემცირდა ექსპორტი, ის რომ შემცირდა გადმორიცხვები, ის რომ საქართველო არ არის საინტერესო ინვესტორებისათვის და ტურისტებისთვის, ის რომ დამყარდა რეგულაციები იმ პოლიტიკისა რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა პირადად ეს მისი დანაშაულია “–აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიხეილ მაჭავარიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარუდგინეთ მის ჯიბის მთავრობას ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ შემცირდეს გადასახადები, როგორ გაიზარდოს სამუშაო ადგილები, როგორ შეიქმნას ქვეყანაში მიმზიდველი ეკონომიკური გარემო, სწორედ მან პირადად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გეგმა არ ყოფილიყო განხილული და ის დღეს პანიკაშია, ის დღეს ეძებს განტევების ვაცსს და ბუნებრივია მხოლოდ თითის გაშვერა განტევების ვაცის მოძებნა არის აფსოლიტურად არაადეკვატური–მიიჩნევს მაჭავარიანი

ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, როდესაც ივანიშვილი ჩავიდა და საქართველოს დისკრედიტაცია დაიწყო დაოსში– საქართველომ რაც მიაღწია ის ყველაფერი არის ტყუილი, როცა ის საუბრობდა საქართველო არ შეიძლება იყოს ეკონომიკურად წარმატებული და ამის შედეგი იყო, რომ საქართველოში ექსპორტი შემცირდა–აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი. მისვე თქმით ამის შედეგი იყო, რომ ინვესტორებისათვის მიმზიდველი აღარი იყო ჩვენი ქვეყანა და ამის შედეგი იყო, რომ დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არც ხედვა აქვს და არც გეგმა არ გააჩნია, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის საკითხზე ექსპერტებს ხვდება
შემდეგი სტატიაოლიგარქი ისტერიკაშია– ზურაბ ჯაფაიძე