ის, რაც რუსთვი2-სა და იმედში ხდება, არის ერთიანი ჩანაფიქრის ჯაჭვი – უნდათ, სტერილური გახადონ მედიასივრცე კრიტიკისგან

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანიათავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, რუსთავი2-ზე ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ პოლიტიკურ ზეწოლაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ დაინტერესებას ხედავს.ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადება, რაშიც მას ხელს რუსთავი2 უშლის.

„თუ ივანიშვილმა მოახერხა რუსთავი2-ის გაჩუმება, ეს იქნება წინაპირობა იმისი, რომ ქვეყანაში არაპროგნოზირებადი პროცესები განვითარდეს; ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ ხელისუფლება აპირებს, არჩევნებში ხალხის ხმა ჩაახშოს და ეს იქნება სიგნალი, რომ არათანაბარი, არასწორი ბრძოლის მეთოდებით აპირებს ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო წლის ჩატარებას,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.

”ის, რაც რუსთავი2-სა და იმედში ხდება არის ერთიანი ჯაჭვი, გაასტერილურონ მედია კრიტიკული აზრისგან”, – ეს განცხდება ტელეკომპანია რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ირაკლი ალასანიამ გააკეთა.

თოქშოუ არჩევანში საუბრის დროს ალასანიამ ვრცლად ისაუბრა ქართულ მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებზე და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა.თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა მიმდინარე პროცესები გასულ წლებსაც შეადარა.

საზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს "თავისუფალი დემოკატები" იქნება

”უკიდურესად ნაგატიურად ვაფასებ იმას, რაც მედიაში დღეს ხდება. როცა ხელისუფლებაში არის მმართველი გუნდი, რომელსაც წინსვლა განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში არ შეუძლია, ამასთან, დიდია საზოგადოების კრიტიკა, იმის მაგივრად, რომ პრობლემები მოეგვარებინათ, დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ დამალონ ეს შეცდომები. მახსოვს, სააკაშვილის დროს ოპოზიციას როგორ აკონტროლებდნენ, იქმნებოდა ახალი მედიასაშუალებები, მაგალითად, რეალტივი, რათა დისკრედიტაცია გაეკთებინათ პოლიტიკური ოპონენტებისთვის. თუნდაც რუსთავი2 მაშინ კონტოლირებადი ტელევიზია იყო. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დღეს, როდესაც რუსთავი2 ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია და პროცესებს კრიტიკულად და მაღალი პროფესიონალიზმით აშუქებს, იმის გამო, რომ ძველად ასე არ იყო, არ დავიცვათ ეს მედიასაშუალება?!

“ის, რაც რუსთვი2-სა და იმედში ხდება, არის ერთიანი ჩანაფიქრის ჯაჭვი – უნდათ, სტერილური გახადონ მედიასივრცე კრიტიკისგან. შექმნან ისეთი ვითარება, როგორც ბიძინა ივანიშვილი აფასებს, რომ თითქოს ქვეყანაში კრიზისი არ არის… ეს არის პირდაპირი შეტევა ქართულ დემოკრატიაზე. თუ საზოგადოება ერთად არ დავდექით, ძალიან წყნარად, ჩუმად, მთლიანად წაართმევენ სადებატო სივრცეს საზოგადოებას. ჩვენ გვექნება ისეთი არჩევნები, რომ ტლევიზიებში კი არ განიხილაეენ პრობლემებს, პროცესებს განიხილავენ ქუჩაში და გვახსოვს, როგორ მოუტრიალდა ეს ყველაფერი ქვეყანას,” – განაცადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიიმედა დარსალია ტელეკომპანია „მაესტროზე“ თოქ-შოუს წაიყვანს?
შემდეგი სტატიააფხაზები ღომს, ვაკუუმის გრძელვადიან პაკეტებში გამოუშვებენ…