“ის რაც კადრებში ხდება, კაცობრიობის წინაშე არსებული დანაშაულია”

ხადური

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურის უკრაინულ მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალას გამოეხმაურა, სადაც წინა ხელისუფლების დროს გადაღებული გაუპატიურების კადრებია ასახული.

“ამ კადრების გადაღება არის დიდი დანაშაული და ის რაც იქ ხდება, არის კაცობრიობის წინაშე არსებული დანაშაული”, – განაცხადა ხადურმა.

უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ, სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს აწამებენ და აუპატიურებენ, რის შემდეგაც, მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების განმარტებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა
შემდეგი სტატიაურთმელიძის განცხადებით მისი დედა მდინარა გიორგობიანი არ არის მისი ოჯახის წევრი