”ის არის ძალიან რბილი, კეთილშობილი და მამაცი ადამიანი”-თავისუფალი დემოკრატები შსს- ახალ მინისტრზე

“თავისუფალი დემოკრატების” შეფასებით, შს მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნით სისტემური პრობლემა ვერ გადაწყდება და მართვის პრინციპი არ შეიცვლება.
როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, ვახტანგ გომელაური დადებითი პიროვნებაა, თუმცა მას უჭირს იმის შეფასება თუ რამდენად წარმატებული იქნება შს მინისტრის პოსტზე.

“ვახტანგ გომელაურს პირადად ვიცნობ. ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში – “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლის დროს ეს გზა ერთად გავიარეთ. როგორც ადამიანზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, ის არის ძალიან რბილი, კეთილშობილი და მამაცი ადამიანი, მაგრამ როგორი მინისტრი იქნება, ვერ გეტყვით. მას ამ თანამდებობაზე წარმატებას ვუსურვებ. ვახტანგ გომელაურმა რთული მისია იკისრა, ერთი მხრივ, ეს არის კრიმინალთან ბრძოლა და მეორე მხრივ, სისტემის დეპოლიტიზირება და რეფორმირება. რამდენად გაართმევს თავს ამას ვახტანგ გომელაური ვერ გეტყვით. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მართვის პრინციპი ამ დანიშვნით არ შეიცვლება”, – აცხადებს ნინო გოგუაძე,.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანს სავარაუდოდ 28 იანვარს გაათავისუფლებენ
შემდეგი სტატიაობამა დამოუკიდებლობის დღეს პირველად ხვდება ინდოეთში