ისრაელში ქართველი ტურისტი ალკოჰოლის ზედმეტი დოზისაგან გარდაიცვალა…

ისრაელის რუსულენოვანი საინფორმაციო საიტის polosa-ს ცნობით, ქალაქ ჰადერაში მყოფი ქართველი ტურისტი ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა…

ქართველი ტურისტი, რომლის ვინაობაც დასახელებული არა არის, საიტის ცნობით, მისმა მეგობარმა, რომელთანაც ის სტუმრად იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც ალკოჰოლური თრობისაგან ცუდად გახდა  ჰადერას ,,გილელ იაფეს,, საავადმყოფოში გადაიყვანა… სადაც ახალგაზრდა ქართველს რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა ებრაელმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ისრაელის პოლიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს… ამ დროისათვის ცნობილია, რომ გამოძიებას ძალადობრივი სიკვდილის  ნიშნები, გარდაცვლილი ქართველი ტურისტის მიმართ არ გამოუვლენია.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,პუტინი სააკაშვილს აწამებს,, (+ფოტო)
შემდეგი სტატია2016 წლის გამოკითხვის ფოტოარქივი