ისრაელში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

ისრაელში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ტურისტად იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი მედია წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით გამოწვეული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს საელჩო ისრაელში და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ოჯახთან და ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიურ კონტაქტზე იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ისრაელში საქართველოს საელჩოში ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ შესულა.

banner
წინა სტატიაში“საკანონმდებლო დონეზე პროცესის გამჭვირვალობა ეჭვქვეშ არ დგას”- ნინო გვენეტაძე “რუსთავი2-ის” შესახებ საუბრობს
შემდეგი სტატიასაქართველოში ხვალ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი