ისრაელი ლიბანს პასუხს გასცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ პირები, რომლებიც ისრაელის სამხედრო კოლონას თავს დაესხნენ, პასუხს აგებენ ჩადენილისთვის.

ისრაელის მონაცემებით თავდასხმის შედეგედ ორი სამხედრო იქნა მოკლული, 7 კი დაჭრილია. სამხედროებს თავს „ჰესბოლას“ მეომრები დაესხნენ ლიბანის და ისრაელის საზღვარზე.

გაეროს სამშვიდობო ძალების განცხადებით, აღნიშნული თავდასხმისას ერთ-ერთი მშვიდობისმყოფელიც გარდაიცვალა. გაეროს უშიშროების საბჭო მომხდართან დაკავშირებით მალე შეიკრიბება.

„ჰესბოლას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა 10 დღის წინ ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვების პასუხი იყო, რომლის დროსაც ირანელი გენერალი და 7 მებრძოლი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სკოლებში მოსწავლეებს ნარკოტიკებზე შეამოწმებენ
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება