ისლანდიის პარლამენტმა ღვთისგმობისა და შეურაცხყოფის ლეგალიზაციაზე კანონი მიიღო

მიუხედავად იმისა, რომ კანონს რამდენიმე ეკლესია შეეწინააღმდეგა, ისლანდიის პარლამენტმა კანონი ღმერთის შეურაცხყოფისა და გმობის ლეგალიზაციაზე მაინც მიიღო.

შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ღმერთის შეგინების და შეურაცხყოფისათვის დასჯას ითვალისწინებდა, პირატების პარტიამ მოამზადა, რომელიც ისლანდიის პარმენტში უმცირესობას წარმოადგენენ და რომლებიც ინტერნეტის და ინფორმაციის თავისუფლების დასაცავად გამოდიან.

კანონპროექტი საფრანგეთში სატირულ ჟურნალზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ იქნა მიღებული. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, “თავისუფალ საზოგადოებაში სასიცოცხლოდ აუცილებელია რომ ადამიანებმა საკუთარი შიში გამოხატონ”

პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, პირატების პარტიულ ბლოგში პარლამენტარებმა დაწერეს: “ისლანდიის პარლამენტი მნიშვნელოვანი გზავნილით გამოვიდა დღეს – თავისუფლება სისხლიანი შემოტევების წინაშე უკან არ დაიხევს” – ნათქვამი იყო განცხადებაში.
როგორც ვებგვერდი Iceland Monitor-ი წერს, მიღებულ კანონს ლუთერანული ეკლესია შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: “ნებისმიერი კანონი, რომლიც თვითგამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, თანამედროვე ადამიანის უფლებებს ლახავს”. კათოლიკური ეკლესია, ორმოცდაათიანელები და აღმოსავლური პროვინციის ეკლესია ახალმიღებული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ: “თუკი, გამოხატვის თავისუფლება ისე ღრმად მიდის, რომ მორწმუნე ადვილად შეიძლება შეურაცხყოფილი იქნეს, მაშინ ადამიანის ან ჯგუფების პირადი თავისუფლება ირღვევა” – ნათქვამია კათოლიკური ეკლესიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილიტვამ ბრიტანეთი ბანკირ ანტონოვის “დაკარგვაში” დაადანაშაულა
შემდეგი სტატიარა მოხდა ბათუმში?