ისლამურ სახელმწიფოში 2000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე იბრძვის

ისლამურ სახელმწიფოში 2000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე იბრძვის

ისლამურ სახელმწიფოში 2000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე იბრძვისნაციონალური საკითხების დარგში ფედერალური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ისლამისტურ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოში” რუსეთის დაახლოებით 2 ათასი მოქალაქე იბრძვის – ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელი იგორ ბარინოვი ლაპარაკობს “კომერსანტთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, სააგენტო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და გენერალურ პროკურატურასთან ერთად იმუშავებს სტრატეგიას, რომელიც საიტების და მედიის შეფასებებს მოახდენს, რომლითაც ექსტრემისტები საკუთარი ტერორისტული შეხედულებების გავრცელებას ახდენენ.
უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ადრე გაკეთებული შეფასებით, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების 8% რუსთის მოქალაქეები არიან.
ივნისის დასაწყისში შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ვარვარა კარაულოვას ისტორია, რომელიც სირიაში მიემართებოდა, მაგრამ სირია-თურქეთის საზღვარზე იქნა დაჭერილი. მასთან ერთად დაკავებულ იქნა 13 კაციანი ჯგუფი, რომლებიც სავარაუდოდ, ისლამურ სახელმწიფოს უნდა შეერთებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში რუსი ტურისტების მასიური გაქურდვა+ვიდეო
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: ადმინისტრაციის შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონპროექტზე საერთაშორისი ინსტიტუტების პოზიციასთან თავსებადობაშია