ისლამურმა სახელმწიფომ ქრისტიანების დახოცვის ვიდეო გამოაქვეყნა

„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა დღეს ეთიოპიელი ქრისტიანების ლიბიელი ექსტრემისტების მიერ დახოცვის ვიდეო გაოაქვეყნეს.
ვიდეოზე, რომელიც ნახევარი საათი გრძელდება, ორი სხვდაასხვა ჯგუფის ქრისტიანების დახოცვაა გადაღებული, რომელიც ლიბიის ბარკასა და ფაზააის პროვინციებში მოხდა.
თავდაპირველად, ვიდეოში ჩნდება შავ ნიღაბში გამოწყობილი ბოევიკი, რომელიც ამბობს, რომ ქრისტიანებმა ან ისლამი უნდა მიიღონ ან სოციალური ბაჟი უნდა გადაიხადონ, რომელიც ყურანის მიხედით არის განსაზღვრული.
შემდეგ მოდის კადრები, სადაც ბოევიკები ქრისტიანებს ხოცავენ.
ვიდეოზე არ ჩანს ვინ არიან ტყვეები ან როდის აიყვანეს ისინი მძევლად, ან ზუსტად რამდენი ადამიანი დახოცეს.
ამასთანავე, ვიდეოჩანაწერში ისლამური სახელმწიფოს საინფორმაციო დაჯგუფების „ალ-ფურკანის“ ლოგოტიპია დატანებული და ჩანაწერიც სხვა დანარჩენების მსგავსად არის გაკეთებული. უფრო ზუსტად კი, ის გავს თებერვალში ეგვიპტელების დახოცვის ჩანაწერს.
ბოევიკები, რომლებიც საკუტარ თავს „ისლამური სახელომწიფოს“ მიმდევრებს უწოდებენ, ლიბიაში არიან გამაგრებულები, რომელსაც ხელი ქვეყანაში არსებულმა სამხედრო დაპირისპირებამ შეუწყო ხელი.

banner
წინა სტატიაშიერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ანტიკორუფციული კომისია აამოქმედა- დარტყმის ობიექტი ხვალ გურჯაანი იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია გიორგი ჯანელიძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს