ისლამურმა სახელმწიფომ, რუსეთს და აშშ-ს ჯიჰადი გამოუცხადა

ისლამურმა სახელმწიფომ, რუსეთს და აშშ-ს ჯიჰადი გამოუცხადატერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” რუსეთს და ამერიკას ერთდროულად გამოუცხადა ჯიჰადი.
მოწოდებით, რომ “ისლამის ახალგაზრდებმა” წმინდა ომი გამოუხცადონ რუს და ამერიკელ “ჯვაროსნებს” აბუ მუჰამედ ალ-ადნანი გამოვიდა, რომელიც ისლამური სახელმწიფოს გენერალური პრეს-მდივანია.

აუდიოჩანაწერში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ალ-ადნანი ამტკიცებს, რომ აშშ ჯიჰადისტებთან ომში დასუსტდა, რომ მან “ეშმაკთან დადო ალიანსი” და რუსეთი და ირანი მოიწვია საერთო ომში, თუმცაღა ისლამური სახელმწიფოს მეომრები ძლიერები არიან, როგორც არასდროს, ამიტომ ყველას, ვინც მათ წინააღმდეგ იბრძვის, დამარცხება უწერია. ასევე ალ-ადნანმა ბაშარ ასადის ოპოზიცია გააფრთხილა, ისლამურ სახელმწიფოსთან კონფლიქტში არ შევიდნენ.
ამასთანავე, ალ-ადნანმა ისლამური სახელმწიფოს ვიცე-მეთაურის ფადელ აჰმადის დაღუპვა დაადასტურა, რომლის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ამერიკის სპეც-სამსაცხურებმა აგვისხტოში გაავრცელეს და რომელიც ისლამური სახელმწიფოს დამფუძნებლის აბუ ბაქარ ალ-ბაგდადის მარჯვენა ხელი იყო. როგორც გავრცელდა, აჰმადი ამერიკული უპილოტოს მიერ მოსულის დაბომბვისას დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშივიდეო, რომელიც მსოფლიომ ქართველ მორაგბეებს მიუძღვნა
შემდეგი სტატიათურქეთში რუსეთის და აშშ-ს ელჩები დაიბარეს