ისლამურმა სახელმწიფომ პალმირას ტრიუმფალური თაღი გაანადგურა

ისლამურმა სახელმწიფომ პალმირას ტრიუმფალური თაღი გაანადგურა

ისლამურმა სახელმწიფომ პალმირას ტრიუმფალური თაღი გაანადგურაექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ძველი რომის დროინდელი ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს ქალაქ პალმირაში.

ისტორიკოსების ცნობით, ჩვენი წელთააღრიცხვით მე-2 საუკუნეში აშენებული თაღი იმპერიული ძალების ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ აღიმართა.

სირიის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო სააგენტომ დაადასტურა ინფორმაცია თაღის განადგურების შესახებ. ისლამისტები მას კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლოდ თვლიან.
რამდენიმე ხნის წინ ბოევიკებმა უკვე გაანადგურეს იუნესკოს მიერ დაცული უნიკალური ძეგლები. ბოევიკების მიერ განადგურებულ სიძველეებს იუნესკო როგორც “კაცობრიობის ტრაგედიას” აფასებს და თვლის, რომ ძეგლების მიმართ ჩადენილია სამხედრო დანაშაული.

ბიბლიის ტექსტის მიხედვით პალმირა მეფე სოლომონის მიერ იქნა აგებული დამასკოსა და მდინარე ევფრატს შორის არსებულ უდაბნოში. მოგვიანებით პალმირა უდიდესი სავაჭრო ცენტრი გახდა, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდა.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა რუსეთს ,,საღვთო ომი,, – ჯიჰადი გამოუცხადა…
შემდეგი სტატიაბელორუსის ოპოზიცია რუსეთისთვის სამხედრო ბაზის გადაცემის წინააღმდეგია