,,ისლამურმა სახელმწიფომ,, მძევლების მოკვლის სცენების ვიდეოგადაღება აკრძალა

FILE - This file image made from video posted on a militant website Saturday, July 5, 2014, which has been authenticated based on its contents and other AP reporting, purports to show the leader of the Islamic State group, Abu Bakr al-Baghdadi, delivering a sermon at a mosque in Iraq. On Sunday, Nov. 9, 2014, Iraqi officials and state television said al-Baghdadi has been wounded in an airstrike in western Iraq. An Interior Ministry intelligence official told The Associated Press on Sunday that the strike happened early Saturday in the town of Qaim in Iraq's Anbar province. (AP Photo/Militant video, File)

ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მძევლების დახოცვის სცენების ვიდეოგადაღება და მისი გამოქვეყნება აკრძალა… ამის შესახებ  ,,The Daily Mail,,-ი იუწყება.

გამოცემის მიხედვით, ალ-ბაღდადიმ სპეციალური განკარგულება ზემოაღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ყველა განყოფილებას გადაუგზავნა… ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერი თვლის, რომ მსგავსი ვიდეობის გავრცელება ორგანიზაციის იმიჯზე ცუდად მოქმედებს… მისი აზრით ეს ვიდეოები ურწმუნოთა გარდა ბავშვებსაც აშინებს.

აღსანიშნავია, რომ ,,ისლამური სახელმწიფო,, 2014 წლიდან მოყოლებული აქვეყნებს მძევლების დახოცვის ვიდეოკადრებს, ხოლო 2015 წლიდან ამ ვიდეოებში, ჯალათის როლში მცირეწლოვანი ბავშვებიც გამოჩნდნენ.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტუსკის საქართველოში ვიზიტი საოკუპაციო ხაზის გადმოწევას დაემთხვა
შემდეგი სტატიაროგორი კაბინეტები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს (ფოტოალბომი)