ისლამური სახელმწოფოს ბოევიკებმა სირიაში ათობით ქრისტიანები მძევლად აიყვანეს

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა სირიის ქალაქ ელ-კარიატეინში დაახლოებით 200 ადამიანი გაიტაცეს, ძირითადად ქრისტიანები.
ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ჯიჰადისტებმა ასობით ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის 60 ქრისტიანი. ასირიელების საზოგადოება შვედეთში იტყობინება, რომ ბოევიკებმა დაახლოებით 100 ოჯახი აიყვანეს ტყვედ.
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, როგორც წესი, დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისგან ისლამის მიღებას მოითხოვენ.
ისინი ირწმუნებიან, რომ მთელს მსოფლიოში «წმინდა ისლამს» გაავრცელებენ. მათ ფიცი დადეს, რომ სირიას სრულად გაწმენდდნენ უწმინდურებისგან, რომელშიც, პირველ რიგში ქრისტიანები და რელიგიური უმცირესობები იგულისხმება.
რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ისლამურმა სახელმწიფოს ჯიჰადისტებმა 19 გოგონას თავი მოკვეთეს იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს ბოევიკებთან სექსზე.

banner
წინა სტატიაში,,სასწორზე არ არის რომელიღაც კერძო კომპანიის ინტერესი, სასწორზეა ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა-არარსებობაა”
შემდეგი სტატიათემურ ჯანაშია – კანონში არაფერი წერია დასაცავი პირის უბედური შემთხვევებისგან დაცვის შესახებ