„ისლამური სახელმწიფო“ ცენტრალურ აზიაშია

ავღანეთის ქალაქ ჯელალაბადში ორმაგი ტერაქტი მოხდა.  მსხვერპლი ათობით ადამიანია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, რომლის მეთაურებიც ერაყსა და სირიაში სხედან. ექსპერტების აზრით, ისამური სახელმწიფოს ავღანეთში მოსვლა ცენტრალურ აზიაში სიტუაციას რადიკალურად შეცვლის: თალიბების მოძრაობის ახალი ვერსია „გლობალური ჯიჰადის“ პროექტი ხდება, რომელთაც მეზობელი ქვეყნების რადიკალები მუდმივად უერთდებიან.

ავღანეთში თვითმკვლელმა თავდაპირველად ასაფეთქებელი მოწყობილობა Bank of Kabu-თან აამოქმედა, სადაც რიგში ათობით კლიენტი იდგა. შემდეგ კი ტერაქტი ადგილობრივ მეჩეთში განმეორდა, სადაც 40-მდე ადამიანი გარდაიცვალა და 100-მდე დაიჭრა.

იმის მიუხედავად, რომ აფეთქებები ავღანეთსა და პაკისტანში ყოველდღიური მოვლენებია, ჯელალაბადის აფეთქება იმით გამოირჩევა, რომ ისლამურმა სახელმწიფომ პირველად ჩაატარა ტერორისტული აქტი ავღანეთის დასახლებულ ადგილას – ისინი, როგორც წესი მოქმედებენ არიან ერაყსა და სირიაზე.

ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მუდმივად ცდილობდა ისლამური სახელმწიფოს ავღანეთში არსებობის დამალვას. ახალმა პრეზიდენტმა აშრაფ ჰანი აჰმადზაიმ აშშ-ში ვიზიტისას პირველად განაცხადა ხმამაღლა ისლამური სახელმწიფოს შესახებ, რაც ბარაკ ობამასთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტიგენტების გარკვეული ოდენობის დატოვების შესახებ.

თეორიულად, თალიბების და ისლამური სახელმწიფოს პროექტი ერთმანეთს ავსებს და ისინი თავს კონკურეტებად არ მოიაზრებენ – თვლიან ექსპერტები. მიუხედავად ამისა, მათ შორის კოორდინაცია არ არსებობს. ისლამური სახელმწიფოს ცენტრალურ აზიაში გამოჩენა პაკისტანის, ინდოეთის და ბანგლადეშისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ისევე, როგორც დსთ-ს ქვეყნებისთვის.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა პოლიციელების ოჯახისთვის კომპენსაციის დანიშვნას მიესალმება
შემდეგი სტატიანაციონალები ყოფილ და მოქმედ პრემიერს ნეპოტიზმისა და კორუფციაში ადანაშაულებენ