,,ისლამური სახელმწიფო,, შუა აზიაში გამოჩნდა

,,უზბეკეთის ნაციონალური უშიშრეობის სამსახურის ცნობით, რუსეთსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად  შერაცხული ,,უზბეკეთის ისლამური მოძრაობის,, 5000-მდე წევრი ამჟამად ,,ისლამური სახელმწიფოს,, რიგებში იბრძვის, რაც ქვეყანას დიდ საფრთხეებს უქმნის,, განაცხადა უზბეკეთის უშიშროების ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა ბახტიერ შარაფოვმა, რომელმაც ,,ისლამისტური სახელმწიფოს,, შუა აზიის ქვეყნებში, უზბეკეთში თურქმენეთში და ავღანეთში გამოჩენაზე ისაუბრა.

,,ისლამური სახელმწიფოს გამოჩენა ცენტრალურ აზიის კარიბჭესთან ნიშნავს, რომ საფრთხე ტერაქტებისა და საბრძოლო ოპერაციების დონეს გაცდა,, განაცხადა შარაფოვმა, რომელმაც ავღანეთის სპეცსამსახურების დასკვნაც მოიყვანა, რომლის მიხედვითაც ავღანეთის საზღვარზე უზბეკეთთან და თურქმენეთთან, ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკების მზარდი აქტიურობა შეიმჩნევა.

banner
წინა სტატიაშიდავით დეფი გოგიბედაშვილი: ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება მინისტრთა კაბინეტის სრული დათხოვნა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ჩვენ ვიბრძვით სწორედ ჩვენი შვილების მომავლისთვის