,,ისლამური სახელმწიფო,, თურქეთის მოსაზღვრე გახდა

თურქეთ-სირიის საზღვრის გაზიანთეპის  მონაკვეთზე, თურქულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აღმართული სახელმწიფო დროშიდან 30 მეტრში, სირიის მხარეს ,,ისლამური სახელმწიფოს,, დროშა აფრიალდა.

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით,  გაზიანთეპის სასაზღვრო ზონის გასწვრივ სირიის ალეპოს ოლქის 17 ათასიანი მოსახლების მქონე დაბა ჯარაბულუსი მდებარეობს, რომელიც 2012 წელს დაწყებული სირიის კონფლიქტის შემდეგ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციის ხელში იყო, თუმცა კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ წარმოებულა და თურქებმა ვერც გაიგეს, თუ როგორ გადავიდა ეს დასახლებული პუნქტი ,,ისლამური სახელმწიფოს,, ხელში. საერტაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის დროშის გამოჩენემ სასაზღვრო პუნქტიდან 30 მეტრში, თურქი მესაზღვრეები იმდენად შეაშფოთა, რომ დახურული საზღვრის მთელ პერიმეტრს დაცვის უპრეცედენტო ზომებით ამაგრებენ.

დაბნეული და დაშინებულია საზღვრის ამ მონაკვეთზე მცხოვრები თურქი მოქალაქეები, რომლებსაც ხშირად ესმით ხმები და ხედავენ სირიის მხარეს, კოალიციური ძალების ავიადარტყმების შედეგად აალებულ ტერიტორიებს… მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი ხიფათი ააცილოს ადგილობრივ მცხოვრებლებს.

TIMER-AA

 

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ანგარიშებზე 23 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა
შემდეგი სტატიაუკრაინის შსს-მ ოდესის პოლიციის თანამდებობები ლორთქიფანიძეს მიანდო