,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლების მიმართვა რუსეთს და კავკასიელ მოჯაჰედებს… (Video)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლები მიმართვას უგზავნიან რუსეთის ფედერაციას, პრეზიდენტ პუტინს და თანამოძმე კავკასიელ მოჯაჰედებს…
,,თქვენ რუსებო! თქვენ ჯერ კიდევ ვერ გაგიცნობიერებიათ რაში ჩაებით… და რა ომია ეს და რა გელოდებათ თქვენ მომავალში… თქვენ აქ აგზავნით თქვენს ხალხს, ტექნიკას და გგონიათ, რომ გვაჩვენებთ ომს, თუმცა ჩვენ ვიცით თქვენი სისუსტეები და ვიცით, რომ თქვენ ამ ომს ვერ დაამთავრებთ, ისევე როგორც ვერ დაგიმთავრებიათ ომი კავკასიაში ასწლეულების განმავლობაში… და ჩვენ გეუბნებით თქვენ, რომ სულ მალე აქ მოკლული, ნაწილებად დაჭრილი, ტყვედ ჩავარდნილი იქნებით ან მობრუნდებით და გაიქცევით როგორც დემონთა მსახურები,, აცხადებენ ისლამისტები.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა
შემდეგი სტატიარუსული ავიაცია სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს… (VIDEO)