ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ევროპაში როგორც მიგრანტები ხვდებიან

ისლამური სახ მიგრანტები2 (1)ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, ისლამისტური დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მეომრები ევროპაში როგორც მიგრანტები ხვდებიან. ლიბიის სახელმწიფო მრჩეველმა აბდულ ბასიტ ხარუნმმა გადაცხადა, რომ კონტრაბანდისტები ბოევიკებს ნავებზე მალავენ. ჩინოვნიოკის თქმით, მან ამის შესახებ კატერების მფლობელებისგან შეიტყო, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში არიან – ამ ადგილს ჯიჰადისტები აკონტროლებენ.
ის ამტკიცებს, რომ ისლამისტური სახელმწიფოს ბოევიკები კატერის მეპატრონეებს მხოლოდ მაშინ აძლევს მუშაობის უფლებას, თუკი მოგების ნახევარს მათ გაუყოფს.
გაეროს მონაცემებით ხმელთაშუა ზღვიდან წელს 60 ათასი მიგრანტი შემოვიდა. 160 ადამიანი კი ზღვებზე დაიღუპა. ეს 20-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში.
ხარუნმა ინტერვიუში თქვა, რომ ბოევიკები კატერებს თავისი მებრძოლების ევროპაში გადასაყვანად იყენებენ. ევროპის პოლიციას არ შეუძლია გაარჩიოს ისინი მიგრანტებისგან.
მისი თქმით, ჯიჰადისტები მომავალში ევროპაში გადასროლილ ბოევიკებს სხვადასხვა თავდასხმებისთვის გამოიყენებენ.
იგივე ეჭვი რამდენიმე ხნის წინ შიდა საზღვრების სააგენტომ, ფრონტექსმაც გამოთქვა.
რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ ახალი პროექტი დაამტკიცა, რომ ქვეყნებს კვოტები და დაუწესეს. ამ პრექტის ფარგლებში ევროპაში 20 000 მიგრანტის მიღებაა დაგეგმილი, რაზეც 50 მილიონი ევრო დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშიკიევში ჟუკოვის მემორიალური დაფა გატეხეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიმტკიცის დღეს ულოცავს