ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა პირველად მოკვეთეს თავი ქალებს

ჯიჰადისტური დაჯგუფება «ისლამისტური სახელმწიფოს» ბოევიკებმა პირველად მოკვეთეს ქალებს თავი.
ლონდონში არსებულმა სირიულმა დაკვირვების ცენტრმა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოევიკებმა სირიაში ორი ქალს მოკვეთეს თავი, დაადანაშაულეს რა ისინი ჯადოქრობაში. სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ ჯიჰადისტების მიერ პირველად დაფიქსირდა ქალების მსგავსი დასჯა.
დაჯგუფება ინტერნეტ სივრცეში ხშირად აქვეყნებს ვიდეორგოლებს, სადაც ისინი თვებს კვეთენ ტყვეებს, რომელთა გამოც გამოსასყიდს ითხოვენ. მოკლულებს შორის იყვნენ ბრიტანელი, ფრანგი, ამერიკელი და იაპონელი ჟურნალისტები და უფლებადამცველები.
დაჯგუფება «ისლამური სახელმწიფო» სირიის და ერაყის ტერიტორიებზე მოქმედებს. მათ მიერ დაკავებულ ადგილებს ისინი ხალიფატის ტერიტორიებს უწოდებენ. დაჯგუფება სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს ანხორციელებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლამისტურმა სახელმწიფომ ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკაში გახსნა თავისი პროვინცია.

banner
წინა სტატიაშიbiletebi.ge ბოდიშს იხდის
შემდეგი სტატიაზუგდიდი დღეს+ფოტო