ისლამისტებმა ოლიმპიური სტადიონი ააფეთქეს (+ფოტო)

CKRX-r9VAAEPjqK (1)ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლებმა, ერაყის ცენტრალურ ნაწილში მდებარე, მათ მიერ ოკუპირებულ ქალაქ ერ რამადიში  ოლიმპიური სტადიონი ააფეთქეს…

გავრცელებული ინფორმაციით, ერ რამადის შესასვლელთან, სტადიონთან ახლოს, რამდენიმე კვირიანი ბრძოლები მიმდინარეობდა სამთავრობო ჯარებსადა ისლამისტებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი აპრილის ბოლოს დაიკავეს… გარკვეული პერიოდის შემდეგ სამთავრობო ჯარებსა და ისლამისტებს შორის  შეთანხმება შედგა ბრძოლების შეწყვეტის შესახებ, რომელიც ისლამისტებმა რამდენიმე დღეში სტადიონის აფეთქებით დაარღვიეს.

CKRX_x5UMAAL-Fiსტადიონის აფეთქებაში, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ტერორისტებმა 1,5 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს… ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ააფეთქეს ისლამისტებმა სტადიონი, ამ დრომდე უცნობია.

 

 

CKRYB50UwAAqnVK

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში 54 წლის შემდეგ კუბის საელჩო იხსნება
შემდეგი სტატიასუს-ის ახალი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური გახდა