ისლამისტები თურქეთში დიპლომატიურ ოფისებზე თავდასხმებს გეგმავენ

თურქეთის ნაციონალური სადაზვერვო ორგანიზაციის ცნობით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თურქეთში, ანკარასა და სტამბულში მდებარე საკონსულოებსა და საელჩოებზე ტერაქტებს გეგმავენ.
თურქული გაზეთ ,,ჰურიეთის,, მიერ, დაზვერვის მასალებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებით და იარაღით აღჭურვილი თვითმკვლელი ტერორისტები შესაძლოა უკვე ემზადებიან დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმისათვის. დაზვერვის მონაცემებით, მათ უკვე მოახერხეს დიპლომატიური ოფისების ადგილმდებარეობის დაზვერვა.
,,ჰურიეთის,, ცნობით, თურქეთის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ისლამური სახელმწიფოს 3000-მდე მებრძოლი, მალულად აპირებდა თურქეთში სირიიდან და ერაყიდან შემოსვლას და ბევრი მათგანი ბულგარეთის გავლით ევროპაში უნდა გადასულიყო. რამდენმა მათგანმა მოახერხა შეეღწია თურქეთში და რამდენი დარჩა, ჯერჯერობით უცნობია. 17 დან 25 წლამდე სირიელი და პალესტინელი ისლამისტები, რომელთაც ტერაქტები უნდა განახორციელონ, დაზვერვის ინფორაციით ლტოლვილთა ფორმით აპირებდნენ თურქეთში შესვლას. გაზეთის ცნობით, მიმდენარეობს მუშაობა მათ დადგენაზე-გამოვლენაზე.
თურქეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ, თურქეთის პოლიცია, ჟანდარმერია და უსაფრთხოების სამსახურები, მუშაობას საფრთხის ,,ექსტრა მაღალი,, დონის შესაბამისად ანხორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიგაერო და ეუთო მსოფლიო უსაფრთხოებისათვის არაფრის მაქნისი ორგანიზაციებია… აცხადებს ლუკაშენკო
შემდეგი სტატიააშშ-მ აფხაზეთს ვიზებზე შეზღუდვა მოუხსნა