“ისევ ყალბია, ისევ ცრუობს, ბლეფშია ალასანია”- ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიაზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა.

“ისევ ყალბია, ისევ ცრუობს, ბლეფშია ალასანია. კაბელების საქმეს შევეხეთ მინდა, რომ გავიხსენოთ ეს პროცესი, როდესაც ივნისში პროკურატურა შევიდა თავდაცვის სამინისტროში, როდესაც ალასანია გახლდათ ისევ თავდაცვის მინისტრი, დაახლოებით, სექტემბერში ალასანია აკეთებს განცხადებას, იწვევს ყრილობას და აცხადებს, რომ ის გახდება თავმჯდომარე, რაც გასაოცარი იყო ნებისმიერი პოლიტიკოსისგან. დღეს ეს უკვე აიხსნება, რატომ გააკეთა, მან ეს დაგეგმა რომ პოლიტიკაში გადაეტანა ის, რაც ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში, და პოლიტიკური სპეკულაციებით გადაეფარა ის, რეალობა, რაც მის სამინისტროში ხდებოდა”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, თავდაცვის მინისტრის მოვალეობა იყო მაქსიმალურად ხელი შეეწყო გამოძიებისთვის.

“ნაცვლად ამისა ადრე თუ ეჭვს იწვევდა მისი ქმედებები დღეს უკვე დასაბუთდა. პოლიტიკურ სპეკულაციებითა და ყალბი უნდა რომ გადაფაროს ის რაც მას აშფოთებს. მე თურმე მოსამერთლეებს ზეწოლას ვუკეთებ იმისთვის, რომ ალასანიას, ტანაც დღემდე ვერ დაასაბუთა გარდა იმ აბსურდია, რომ თურმე მე კონკურენტად ვთვლიდი მაგას, კონკურენტად როგორ ვთვლიდი, როდესაც მე წამოვედი, პირადული მე ალასანიასთან არაფერი მქონია და დღესაც არ მაქვს,”-განაცხადა ივანშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საბაჟოს უფროსად ირაკლი ქათამაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიასერგეი დორენკო: საქართველო აფრიკის ნაირსახეობაა