ირმა ნადირაშვილი: დაველოდოთ, ეს არის მარგველაშვილის პოზა, თუ მართლა მოითხოვს მთავრობის შეცვლას

ტექნიკური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში. ტექნიკური მთავრობა გულისხმობს პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან აპოლიტიკური ჯგუფის შექმნას, რომელიც გარდამავალ პერიოდში იმუშავებს ანტიკრიზისულ გეგმაზე. ნაციონალებს ამ საკითხზე პრეზიდენტის პოზიციის მოსმენა სურთ.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თუ მარგველაშვილს მართლა აინტერსებს მოსახლეობის გაღატაკება, გარღვეული ბიუჯეტი, ლარის კურსის აწევა, მაშინ მან საუბარი უნდა დაიწყოს მთავრობის შინაარსობრივ ცვლილებაზე.

ერთ კვირაში გამოჩნდება ის მართლა არის ამ პრობლემებით შეწუხებული, თუ ეს არის მისი მხრიდან პიროვნული შურისძიება, იმის გამო, რომ სასახლიდან აგდებენ, არაფრად აგდებენ და მის გამოსვლებს არ ესწრებიან პარლამენტში. ამიტომ, დაველოდოთ, ეს არის მარგველაშვილის პოზა, თუ მართლა მოითხოვს მთავრობის შეცვლას,“ – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით დღეს პრეზიდენტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

„ვნახავთ, რამდენად მოიქნევს ამოღებულ ხმალს და ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს, თუ როგორც ჩვევია, უკან ქარქაშში ჩადებს, დაიმალება და გაერიდება ამ პროცესებს“, – აცხადებს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის აზრს ვერ ხედავს
შემდეგი სტატიაშალვა თადუმაძე: მთავრობის ყველა წევრი უფლებამოსილია განახორციელოს თავისი საქმიანობა