ირმა ნადირაშვილი : გორის მერს გორელები პომიდვრების ქურდს ეძახიან

“ქალაქ გორის მერს გორელები პომიდვრების ქურდს ეძახიან”-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

„გორელები თავის მერს პომიდვრების ქურდს ეძახის. ყველამ იცის რომ მან მიზანმიმართულად გააკოტრა სასათბურე მეურნეობა, 180 ათასი ლარის ზიანი მიაყენა ბიუჯეტს და 13 ადამიანი დარჩა უმუშევარი, სავარაუდოდ იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები ჰქონდა. გორში ასევე ყველამ იცის, რომ საგზაო ტენდერებს მუდმივად იგებს ზურაბ ჯირკველიშვილის დის ქმარი,“ – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს უკან დაუბრუნა
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო უწყება: ორჭოსანში შეჭრა რუსეთის მხრიდან რეგიონში მცოცავ ანექსიას ადასტურებს