ირმა ინაშვილს ზუგდიდში ,,პატრიოტებთან,, ერთად ,,ქართული ოცნება,, დახვდა

1510455_1599067047044963_5228417857131549990_n„პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ზუგდიდში მხარდამჭერებს ხვდება.
ინაშვილის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი მოსამზადებელი შეხვედრა იმ დიდი შეხვედრებისა, რომელსაც პოლიტიკური ორგანიზაცია სამომავლოდ ყველა რაიონში გეგმავს.
კომბინატის კულტურის სახლში დღეს მისულ 300-მდე ადამიანს შორის იყვენენ, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები წალენჯიხა, ჩხოროწყუ და ხობის რაიონიდან, ასევე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები, მათ შორის ლალი ანთია, კობა ყალიჩავა, ნინო კვარაცხელია და დავით კვაშილავა და სხვები.
ლალი ანთიას განცადებით, ის კვლავ უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, თუმცა სურს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ამხილოს ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით.
,,თაიმერის,, კორესპოდენტის ცნობით, შეხვედრაზე მისული ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები, არ ერიდებიან საუბარს, რომ ეს ოპოზიციური პარტია ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდა ,,პატრიოტტა ალიანსის,, თავმჯდომარე დავით თარხანმოურავი… დაგვიანების მიზეზად კი პატრულის მიერ მისი მანქანის დაჯარიმების გამო გამოწვეული დაყოვნება დასახელდა.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაში26 მაისის აღსანიშნავად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყო
შემდეგი სტატიასიღნაღის ქორწინების სახლი დროებით იხურება