ირმა ინაშვილი: ფაფარაშლილები მოდიოდნენ და სახეწაშლილები გაბრუნდებიან

ირმა ინაშვილი: 22 ან 23 მარტს სააკაშვილის დავალებით მოწამლავენ მერაბიშვილს, უგულავას ან ბაჩო ახალაიას

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ–ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელით ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციას ეხმაურება.

,,მოკლედ, პატივცემულო საზოგადოებავ, პუნქტი პირველი- ნაცმოძრაობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული რესურსი წარმოგვიდგინა, რამაც რეალურად აჩვენა მისი სრული კრახი. პუნქტი მეორე- აწ უკვე ყოფილი ე.წ. დომინანტი ოპოზიცია აღარაა არავითარი დომინანტი. ველოდები, როდის დაიწყებს ამის საჯარო აღიარებას “ქართული ოცნება”. პუნქტი მესამე- დღეს ბევრი დაიწერება იმაზე, რამდენი ადამიანი იყო შეკრებილი თავისუფლების მოედანზე. ვიღაცა წერდა,- 60 000-იო… სირცხვილია. ტყუილია. ვიღაცა გვარწმუნებდა,- 20 000-იო… არც ამდენი იყო. ნაცისტებს რეალურად 10-12 500 ადამიანის მობილიზაციის პოტენციალი დარჩათ. ჩემი აზრით, ესეც ბევრია, მაგრამ არაუმეტეს 12 500 -ისა არის ნაცისტების მხარდამჭერების მაქსიმუმი. პუნქტი მეოთხე- რომ არა “ქართული ოცნების” დიდი ძალისხმევა, დღევანდელი მიტინგის ლიდერების 90%-ი სრულიად სამართლიანად იჯდებოდა ციხეში, სადაც მათი ადგილია. პუნქტი მეხუთე- დღეიდან ტყუილის გავრცელების საშუალებას აღარ მივცემ არა მარტო ე.წ. დიად ექსპერტებს, არამედ “ოცნების” იმ ნაწილს, რომელიც მუდმივად აცოცხლებდა ნაცისტების პარტიას, გვარწმუნებდა რა, რომ ისინი არიან მთავარნი, დომინანტნი და რომ მათ გარეშე ქართული პოლიტიკა მოკვდება. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, – ჩვენი დემოკრატიის მთავარი ამოცანაა ნაცისტების გადარჩენაო… დაამთავრეთ ეს დემაგოგია. ვიმეორებ: ნაცისტების პარტია დღეს ოფიციალურად დასრულდა, როგორც ე.წ. მთავარი, თუ დომინანტი. პუნქტი მეექვსე- გაგვატარეთ, ჩვენ ფულის გარეშე ვახერხებთ ადამიანებთან ურთიერთობას. ჩვენ ვართ დომინანტიც და მთავარი ოპოზიციაც.

P.S. ოხ, თქვენ რა გითხარით, ხელისუფლებავ, თორემ ამ 10 000 კაცსაც უნდა რცხვენოდეს ნაცისტების მიტინგზე გასვლა. დაზუსტებული მონაცემი- 12 460 კაცი. ფაფარაშლილები მოდიოდნენ და სახეწაშლილები გაბრუნდებიან. თავი კი აღიგზნეს, მაგრამ…”–წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – როცა 50 ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში, უნდა მიხვდე, რომ შენით წახვიდე
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი – დიდება საქართველოს, ჯაყო ივანიშვილის გარეშე