ირმა ინაშვილი: მე მინდა ვუთხრა “ნაცმოძრაობას” მშვიდობით!

ირმა ინაშვილი: 22 ან 23 მარტს სააკაშვილის დავალებით მოწამლავენ მერაბიშვილს, უგულავას ან ბაჩო ახალაიას

13877777მე მინდა ვუთხრა “ნაცმოძრაობას” მშვიდობით და ხელისუფლებას, რომელიც ამ წლების განმავლობაში აცოცხლებდა “ნაცმოძრაობას” -გამარჯობა- ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა!,”-ამის შესახებ განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.

ინაშვილი 21 მარტს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობა” აქციაზე მხოლოდ 12 ათასი ადამიანის მობილიზება შეძლო. ინაშვილის თქმით, 21-ი მარტის აქცია იყო დასტური იმის, რომ ქვეყანაში დომინანტი ოპოზიციური ძალა არა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, არამედ “პატრიოტთა ალიანსია”. ინაშილი მოუწოდებს ხელისუფლებას და ექსპერტებს აღიარონ “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური დომინანტობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტების “მხილებას” გეგმავს.

“ნაციონალური მოძრაობის” არავის არ ეშინია, “ნაციონალური მოძრაობა არის სრულიად გაკოტრებული დაჯგუფება , რაც დაადასტურა აქციისა დღემ , როდესაც მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ შეძლო შეეკრიბა იმ რაოდენობის მხარდამჭერები, რომ ის დარჩენილიყო ე.წ. დომინანტ ძალად. 12 ათასი ადამიანი იყო დაახლოებით შეკრებილი გუშინ, რაც არ არის ის რაოდენობა, რომ პრეტენზია გქონდეს არა თუ დომინანტობაზე, არამედ აქტიურ პოლიტიკურ ძალაზე. 25 ათას ადამიანზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა 31 იანვარს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიერ ორგანიზებულ აქციაში. არცერთ ადამიანისთვის განსხვავებით “ნაციონალური მოძრაობისგან” არ გადაგვიხდია ფული და არცერთ ადმაიანის ტრანსპორტით უზრუნველყოფა არ განგვიხორციელებია. არავითარი კოლონები არ იყოფილა, რასაც ასე აჟიტირებულად უწევდა პროპაგანდას “ნაცმოძრაობა”. ეს იყო მარტო თბილისის მოსახლეობა, რომელიც შეიკრიბა 31 იანვარს. ბათუმში ერას მოედანზე 12 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მე მინდა ვუთხრა “ნაცმოძრაობას” მშვიდობით! და ხელისუფლებას, რომელიც ამ წლების განმავლობაში აცოცხლებდა “ნაცმოძრაობას” -გამარჯობა! ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალაც და დომინანტი ოპოზიციური ძალაც. აღიარონ ეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და იმ ბუმბერაზმა ექსპერტებმაც, რომლებიც ამას ამბობენ. თუ არა და ამ ექსპერტების მხილებასაც დავიწყებთ არც ეგ არის პრობლემა”- განაცხადა ირმა ინაშვილმა პირველ რადიოსოთან საუბარში

banner
წინა სტატიაშიზესტაფონში ყაჩაღური თავდასხმისას მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაერთი თვის წინ დაკარგული ილია ნიჟარაძე, მტკვარში დამხრჩვალი იპოვეს