ირმა ინაშვილის მოწოდება მთავრობას და კონკურენტებს

,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთი ლიდერი და საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს საარჩევნო უბნებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები მოაშორონ. ამის შესახებ ინაშვილმა ,,თაიმერთან“ საუბარში განაცხადა.
,,ყველა საარჩევნო უბნის წინ დგას ან მუნიციპალიტეტს გამგებელი ან თანამშრომელი და ეწევა აგიტაცია–პროპაგანდას. ეს არ არის კანონით აკრძალული თუმცა ამას ვაპროტესტებდით მიხეილ სააკშვილის დროს და ვაპროტესტებთ ახლაც. ეს არის ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტი. მოვუწოდებ ხელისუფლებას გაარდიოს გამგებლები და რწმუნებულები საარჩევნო უბნებს. მისცენ ხალხს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება“– განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით ამ დროისთვის აქტივობა დილის საათებთან შედარებით გაზრდილია.
,,დილით იყო სუსტი აქტივობა ახლა შედარებით გაზრდილია, ვფიქრობთ რომ 13 საათისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. მე და ჩემი შტაბი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩვენებმა მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩაიაროს. ვეცდებით ყველანაირი პროვოკაცია ავირიდოთ და ყველა კონკურენტს ანალოგიურისკენ მოვუწოდებ“– განაცხადა ინაშვილმა ,,თაიმერთან“ საუბარში.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოში შუალედურ არჩევნებზე კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა- რას ყვებიან დამკვირვებლები?
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი სოფელ ჩაილურში პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს